ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრს აკადემიის რექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.
„ვახტანგ გომელაური აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნო, მსმენელებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი დაათვალიერა. ასევე, განახლებული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის რექტორისგან სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაშ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს