ვაშაძე: ერთიანი მიზანი არასაკმარისია, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, ესაა 8-პუნქტიანი გეგმაც

პატიმრობაში მყოფი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი წერილს აქვეყნებს, რომელშიც ერთიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანამ ოპოზიცია “გადაწყვეტილების მიღების წესზე არ შეთანხმდება, იქამდე სულ ამ საგიჟეთში იქნებიან”.
“4 ოქტომბრის ირგვლივ ატეხილი ამბავი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილებების მიღების წესზე არ შევთანხმდებით, მანამდე სულ ამ საგიჟეთში ვიქნებით. 8 პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს დავწერეთ, ერთიანობის ურღვეობისთვის უნდა შევთანხმდეთ გადაწყვეტილებების მიღების წესზე.
მხოლოდ ერთიანი მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა ერთიანი სამოქმედო სისტემა, სწორედ ეს არის 8 პუნქტიანი გამარჯვების გეგმაც.
მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, როგორ ვაღწევთ კომპრომისს განსხვავებული პოზიციების დროს? „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ – არის მცდარი მიდგომა. 8 პუნქტში არის გადაწყვეტილებების მიღების ორი მექანიზმი – პარიტეტული საბჭო უმრავლესბით და შემდეგ ეტაპზე ზურას ინიცირებული ბაზა, სადაც მოხდება ხალხის პირდაპირი ჩართულობა გადაწყვეტილბებეის მიღებაში”, – წერს გიორგი ვაშაძე.