ვარლამ გოლეთიანი: მათი მიზანია, ყველას, ვინც ხმას იღებს, იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ

“მათი მიზანი ისაა, რომ ყველას, ვინც ხმას იღებს, იარლიყი დაჰკიდონ და აგენტად მონიშნონ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და “რიონის ხეობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ნეტგაზეთთან ხელისუფლების მიერ კიდევ ერთხელ ინიციირებულ “რუსულ კანონის” კომენტირებისას.
მისი თქმით, კრიტიკული ხმების იარლიყებად მონიშვნის შემდეგ იმასაც მოიფიქრებენ, როგორ გებრძოლონ უკვე, როგორც აგენტს.
“ეს არის იმის მექანიზმი, რომ ჩვენნაირი ხალხის ხმა ჩაახშონ. ყველა, ვინც რამეს ვამბობთ და ვეწინააღმდეგებით მათი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას… მართლა აგენტი ვინცაა, იმათ არც არავინ შეეხება”, – აცხადებს გოლეთიანი.
“რატომ ხართ გამჭვირვალობის წინააღმდეგიო. გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართ. თუ ვინმეს რომელიმე ორგანიზაციის გამჭვირვალობა აინტერესებს, ეს ხალხი ისედაც ყოველთვის ამბობს, შებრძანდით და ეს ინფორმაცია საჯაროაო. და თუ რამეს ვერ არკვევდნენ და მართლა ეს მიზანი ჰქონდათ, კანონპროექტს სულ სხვა ფორმა ექნებოდა, სხვა სახელი ერქმეოდა, აგენტებს და უცხო ძალის ინტერესების გამტარის იარლიყებს არ შემოიტანდნენ.
ამ კანონის მთელი არსი და მიზანი მისსავე სათაურშია. ხელისუფლებას უნდა დაყოს საზოგადოება. თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს ამ ქვეყანაში და კრიტიკული იქნები, ვიღაც გარე ძალის ინტერესის მატარებლის იარლიყი დაგკიდოს”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ის ასევე ეხმაურება ხელისუფლების მხრიდან წამოსულ პერმანენტულ ბრალდებებს, რომ ჰესების წინააღმდეგ აქციები დან იყო დაფინანსებული.
“წინა წელსაც და ახლაც [“ოცნების” ლიდერებს] მაგალითად მოვყავართ “რიონის ხეობის მოძრაობა”… ჩვენ ვართ თითქოს მაგალითი, ვისი გამოვლენაც უნდათ ვითომ. ჩვენ არასდროს გრანტი არ აგვიღია. როცა ეს გვჭირდებოდა, მასშტაბური პროტესტი რომ მიმდინარეობდა, მოქალაქეები გვირიცხავდნენ ჩვენს ანგარიშზე თანხას. არავინ უსვამს ამ ხალხს კითხვას, ასე უაპელაციოდ რატომ გვაბრალებენ მსგავს რამეს. ვითომ დამალული გვაქვს ფინანსები და სპეცსამსახურებმა ზეპირად არ იციან, ჩვენთან რა ფული მოდიოდა, თუ მოდიოდა, საიდან მოდიოდა და რატომ. აქაც გამოჩნდა მათი მოტივაცია, რომ ამ კანონის სახელით მოგვნიშნოს კრიტიკული ადამიანები, როგორც ვიღაც უცხო ძალის ინტერესების მატარებლებად”, – აცხადებს გოლეთიანი ნეტგაზეთთან.
· ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.
· კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
· კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
· ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.

ასევე დაგაინტერესებთ