ვარლამ გოლეთიანი და კიდევ 5 დაკავებული სასამართლომ სრულად გაამართლა

მოსამართლე დავით წერეთლის გადაწყევტილებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს დაკავებული 6 აქტივისტი სრულად გამართლდა.
ორი აქტივისტი: გელა ქეთელაური და ოთარ ლობჟანიძე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დამრღვევად ცნო, თუმცა სანქციის სახედ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. ეს მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად გამართლდნენ შემდეგი ადამიანები: რატი რატიანი, გიორგი ჟამურელი, დავით გოგრიჭიანი, ვარლამ გოლეთიანი, გელა გოგრიჭანი, გალაქტიონ გოგრიჭიანი.
სასამართლომ 29 ნოემბერს 8 დაკავებული აქტივისტის საქმე განიხილა. 3 აქტივისტის შესახებ სასამართლო, 30 ნოემბერს იმსჯელებს.
რატი რატიანი “მაუწყებლის” ჟურნალისტია.
თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 18 ნოემბერს პოლიციამ არაერთი მომიტინგე დააკავა.
პოლიცია დაუპირისპირდა რაჭის პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ.
დაპირისპირება აქციის მონაწილებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ამბროლაურიდან ჩამოსულ მომიტინგეებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ სამინსიტროს ეზოში შესვლისა და კარვის გაშლის უფლებას.
ვარლამ გოლეთიანი, მაკა სულაძე და სხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან საღამოს ჩამოვიდნენ. მოძრაობის წევრებმა მსვლელობა ამბროლაურიდან 18 ნოემბერს დაიწყეს და დაასრულეს მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ