ვაჟა-ფშაველას V კვარტალში, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.
ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ყველა რაიონში გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას.
„დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზეა საუბარი, სადაც მოეწყო და რეაბილიტირდა ორი სკვერი. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა; სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები; სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები და ძალიან ლამაზი სივრცე გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, იმიტომ, რომ ყველა რაიონში გვაქვს იმის საშუალება, უბნების დონეზე მოვაწყოთ მწვანე სივრცეები, სადაც იქვე მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს განტვირთვასა და ვარჯიშს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”