ვაჟა სირაძე პარლამენტთან მივიდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დღეს, 9 აპრილს პარლამენტთან გამოჩნდა. ადგილზე დილიდან დაძაბული სიტუაციაა და შესაბამისად მობილიზებულია პოლიციაც.
პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც იქ მივიდნენ ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაცია და გლდანის მაჟორიტარი კოსტა ზარნაძე. მათ გამოჩენამდე მემორიალთან “ოცნების” მხარდამჭერებიც მივიდნენ. მემორიალთან მთელი ღამე გათენეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა. ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან.
წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და ის გუბერნატორად გადაჰყავდათ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში. ნეტგაზეთს -ში უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სირაძე პოლიციაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?