ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, პარალელურ რეჟიმში, არანაკლებ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა –

ომის 868 დღე ში. ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.
ღამემ კი, ოფიციალური ს ინფორმაციით, ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევების გარეშე ჩაიარა. რას უკავშირდება საოკუპაციო ძალის თავდასხმის ტემპის კლება, უკრაინის გენშტაბში ვერ აკონკრეტებენ. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, რუსული არმია განაგრძობს შეტევას ავდიივკის მიმართულებით.
პარალელურად, ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სარატოვის ოლქში, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონის სამიზნე სამხედრო აეროდრომის ტერიტორია იყო. ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში ს არაფერი უთქვამს.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი შეიარაღების, მათ შორის დრონების წარმოების მნიშვნელობას.
“გენშტაბის, თავდაცვის სამინისტროს და სხვა წამყვან უწყებებთან განვიხილეთ სამხედროების დრონებით და ჭურვებით უზრუნველყოფის საკითხი. ახლა უმთავრესი ამოცანა ლოგისტიკის დაჩქარებაა. ვიმსჯელეთ ასევე შეიარაღების და დამხმარე კომპონენტების ადგილობრივ წარმოებაზე. აქ, უკრაინის საწარმოებში. რა თქმა უნდა ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვის სისტემა, პარალელურ რეჟიმში, არანაკლებ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა,”- აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაისქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით

ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს, ზეწოლის ფორმას იღებს და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა

არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სახეზეა იდეოლოგიურად დამარცხებული ევროკრატიის კონვულსიები, რომ როგორმე რაღაც დაამტკიცონ საერთაშორისო ასპარეზზე