ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში რამდენიმე ობიექტზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდება. პროკურატურა ჩხრეკას ატარებს ისანში, ჰოლ-ბრუკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაშიც.
ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის იურისტები.
ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, გამოძიება 194-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს.
“სასამართლო განჩინებაა გაცემული ჩხრეკის თაობაზე. მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით ანუ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ფულის გათეთრება, მეორე კი 180-ე მუხლი ანუ თაღლითობა,” – ლიკა ბითაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს