ეშმაკი ამ კანონის იდეაშია … თევზი თავიდან ყარს – Free Uni-ს რექტორი “რუსულ კანონზე”

“ეშმაკი ამ კანონის იდეაშია”, – ასე აფასებს “რუსულ კანონს” თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი. ვატო ლეჟავა BMG-სთან აღნიშნავს, პროექტი სულისკვეთებით რუსულია.
“ცხადია, გავეცანი და ეშმაკი თვითონ ამ კანონის იდეაშია. როგორც იტყვიან, თევზი თავიდან ყარს და მილიონობით ქართველისთვის თავიდანვე ნათელი გახდა სიდამპლის სურნელი, რომელიც ამ კანონს თან სდევს. თავისი სულისკვეთებით ნამდვილად რუსული კანონია. რა შეიძლება მოუტანოს [ქვეყანას], შეხედეთ რუსეთს და ნახავთ, რასაც მოუტანს. ეს არის ადამიანების და იდეების სტიგმატიზაცია, მათი სიკეთეების მტრად ასახვა”, – აღნიშნა ვატო ლეჟავამ.