ექიმის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს

ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ინგოროყვას კლინიკაში, ამ დროისთვის აქციებზე დაშავებული 12 პაციენტი მკურნალობს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
„12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. აქვთ რბილი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურების მსუბუქი დაზიანებები,“ – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე – განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ