“ექიმები უსაზღვრებოდ” უარყოფს ისრაელის პოზიციას “დასანან ინციდენტზე”, რომელსაც ჰუმანიტარული მუშაკები ემსხვერპლნენ

ორგანიზაციამ “ექიმები უსაზღვრებოდ” (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას – თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო “დასანანი ინციდენტი”.
“ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს” – თქვა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში.
ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას 1 აპრილს.
ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს “ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა”.
ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება