ეფ-ეს-ბესთან დაკავშირებული ჰაკერები პოლიტიკაში ერეოდნენ: ბრიტანეთის მთავრობა

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მან გამოავლინა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკასა და დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედებას კიბერ ოპერაციების საშუალებით.
როგორც ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, ს ეფ-ეს-ბეს ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ცენტრი 18, დგას ბრიტანელ პარლამენტარებზე, ასევე სამთავრობო უწყებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უნივერსიტეტებსა და ცნობილ პირებზე არაერთი ჰაკერული თავდასხმების უკან. ეს თავდასხმები, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, განხორციელდა ეფ-ეს-ბეს მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია Star Blizzard-ის, SEABORGIUM-ის, Callisto Group-ისა და რიგი სხვა სახელებით.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ჰაკერული თავდასხმები 2015 წლიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე გრძელდებოდა.
ჩამოთვლილ შემთხვევებს შორისაა კიბერთავდასხმები ბრიტანეთის პარლამენტში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრებზე, 2019 წლის არჩევნებამდე -სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართული მოლაპარაკებების ამსახვე დოკუმენტებში შეღწევა და პრესაში მათი გაჟონვა, 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტის“ კომპიუტერში შეღწევა, რასაც მოჰყვა მისი დამფუძნებლის, კრისტოფერ დონელის დოკუმენტებზე წვდომის მოპოვება და მათი გაჟონვა.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კემერონის განცხადებაშია ნათქვამი, “რუსეთის მთავრობის მცდელობა ჩაერიოს ბრიტანეთის პოლიტიკაში სრულიად მიუღებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიული პროცესების საფრთხის ქვეშ დაყენებას.”
ამის გამო რუსეთის ელჩი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ლონდონმა გამოაცხადა სანქციების დაწესება რუსეთის ორი მოქალაქის წინააღმდეგ. ესენი არიან რუსლან პერეტიატკო, სავარაუდოდ ეფ-ეს-ბეს ოფიცერი და ანდრეი კორინეცი, იგივე ალექსეი დოგუჟიევი.

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ასევე დააწესა სანქციები ამ პირების წინააღმდეგ.

რუსული მხარის მხრიდან აღნიშნულ ბრალდებებს რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გრიგოლი – ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან – უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დატუქსვა და განკითხვა ხდება