ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე ჯგუფმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე ჯგუფმა ს გარდაცვალებასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალექსეი ნავალნი ს კოლონიაში გაუმართლებელ სასჯელს საეჭვო და პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლით იხდიდა.
ამავე განცხადებაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტია და თანამოაზრე ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტია და თანამოაზრე ჯგუფი დამწუხრებული და შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით, ციმბირის სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იხდიდა გაუმართლებელ სასჯელს, საეჭვო და პოლიტიკურად მოტივირებული საფუძვლით. დაკავების დღიდან ის ექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას, წამებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მას ჩამოერთვა ოჯახის ნახვის შესაძლებლობა; ღრმა მწუხარებას უცხადებს მის მეუღლეს იულია ნავალნაიას და მათ შვილებს, მის დედას, ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის მხარდამჭერს; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიას და თანამოაზრე ჯგუფს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ პუტინს და ს ხელისუფლებას. ალექსეი ნავალნის მკვლელობა რუსეთში არსებული სისტემატური და სასტიკი რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია; მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ვლადიმერ ყარა-მურზა; მხარს უჭერს ყველა პოლიტპატიმარს და დემოკრატიისთვის მებრძოლ სხვა მამაც ადამიანებს, განსაკუთრებით რუსეთსა და ბელარუსში და მოუწოდებს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; ასევე მოუწოდებს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეუთოს SMM-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც დაკავებულია რუსეთში; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტია და თანამოაზრე ჯგუფი იხსენებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაუმართლებელი, სასტიკი ომის გათვალისწინებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ