“ეს სურათი დარბევის შემდეგ დღეს არის გადაღებული”

ეს სურათი დარბევის შემდეგ დღეს არის გადაღებული, ორივე ნესტოდან მქონდა სისხლდენა, თავბრუსხვევა. დარბევა რომ დაიწყეს და გაუშვეს ნივთიერებები, პირბადის და სათვალის მიუხედავად თვალებიც და ყელიც ძალიან მეწვოდა, ძალიან მიჭირდა სუნთქვა.
ამ მოვლენების შემდეგ თვალში მხედველობა დამაკლდა და დღეს სათვალეს ვატარებ, მაქვს პეროდული ხმაური ყურში, რამოდენიმე თვე მქონდა ხველება, რომელსაც ვერაფრით ვშველოდი.
პარალელურად ინტერნეტში ვეძებდი წიწაკის სპრეის ან დარბევისას გაზის და ჭავლის მოქმედების შედეგებს და მიკვირდა რატომ იყო განსხვავებული, ყველგან ეწერა რომ დარბევებისას მიღებული ინტოქსიკაცია მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება. BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მათ რაღაც ისეთი გამოიყენეს, რაც ჩვეულებრივ პრაქტიკაში არ გამოიყენება.
დღემდე ვერ დავუბრუნდი ჩემს ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე, როგორც ადრე. მარტივი რამეებიც კი, როგორიცაა კითხვა, ეკრანთან მუშაობა და ძილი პრობლემად იქცა” | წერს საპროტესტო აქციების მონაწილე ლევან მოსეშვილი სოციალურ ქსელში.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული “კამიტი” გამოიყენა.