“ეს საოცარი სული, რომელიც ტრიალებს ამ კლინიკაში, შენარჩუნდეს, ეს არ უნდა დაიკარგოს” – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს, ჯანდაცვის მინისტრს არ შეხვდნენ. მათი განმარტებით, არ აპირებენ ზურაბ აზარაშვილთან კომპენსაციების საკითხის განხილვას და მინისტრს მხოლოდ იმ პირობით შეხვდებიან, თუ ის კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას გააუქმებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, ჯანდაცვის უწყებასთან აქცია გამართა. ისინი აპროტესტებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას.
“სახლებში წასვლას და სხვა სამუშაოს შოვნას რა უნდა. ამიტომ ვამბობთ, რომ კომპენსაცია არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი არის, რომ ამ ხალხის გამოცდილება, ერთად ყოფნის ეს საოცარი სული, რომელიც ტრიალებს ამ კლინიკაში, შენარჩუნდეს, ეს არ უნდა დაიკარგოს იმიტომ, რომ ამაზე მომავალი თაობები გაიზრდებიან,” – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე.
აქციის მიმდინარეობისას ჯანდაცვის სამინისტროსგან ცნობილი გახდა, რომ მინისტრი მზად იყო საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაემართა და მათი კითხვებისთვის პირადად ეპასუხა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე შეხვედრა არ შედგა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, კვლავაც რჩება უცვლელი.
“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ უნდოდათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რაზეც მინისტრმა გუშინვე დაადასტურა მზაობა შეხვედრისთვის. სამწუხაროდ, მათ შეცვალეს პოზიცია და შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, კვლავაც რჩება უცვლელი და შესაბამისად, გეგმის მიხედვით გადაწყვეტილია, რომ რესპუბლიკური ბაზის ადგილას აშენდეს მრავალპროფილური მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა. სამინისტრო მზად არის, რომ ნებისმიერ შეკითხვას პროცესთან დაკავშირებით უპასუხოს,” – აცხადებს ილია ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია