ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა – ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე

ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე წერს:
“სალომე ზურაბიშვილმა გუშინწინ ის პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა საგანძური აუქციონზე იყიდებაო.
ეს იყო სულ, რაც ამოდენა თანამდებობის პირმა გააკეთა. განა მიმართა მთავრობას ან მისი ახალი პოლიტიკური ქაქის მილიონერებს ზომების მისაღებად?!
ამ დროს უკვე აუქციონში მონაწილეობისთვის მზად იყო და გაცილებით დიდ თანხას გადაიხდიდა, კონკურენტი რომ გამოჩენილიყო. იყიდა და გადასცა სახელმწიფოს, როგორც ადრე უამრავი სხვა მატერიალური ღირებულება.
ამის შემდეგ , წესით, მადლობას უნდა უხდიდეს ქველმოქმედს (ვინც არ უნდა ყოფილიყო ის). ამის ნაცვლად, დიდ მიღებას მართავს თავის სასახლეში, ალბათ ბიუჯეტის ხარჯზე და აზიარებს მოქალაქის პოსტს, სადაც წერია, რომ მირჩევნია სახელმწიფომ თავად შეიძინოს ასეთი საგანძურებიო.
არც ზურაბიშვილმა და არც ამ პოსტის ავტორმა არ იციან, რომ მსოფლიოში მსგავსი საგანძურების სახელმწიფოსთვის გადაცემის მთავარი დონორები ზუსტად რომ ქველმოქმედი ადამიანები არიან.
ამიტომ გეუბნებით წლების მანძილზე, რომ ნუ აკრიტიკებთ ქველმოქმედებას, გამიჯნეთ პოლიტიკისგან და ნუ ესხმით მას თავს, შეისწავლეთ ეს ფენომენი და ყველანაირად წაახალისეთ. საზოგადოება და სახელმწიფო მოიგებს.
ისე, 7 საათში სულ რაღაც 13 კომენტარი რომ აქვს პრეზიდენტის პოსტს და ისიც ყველა უარყოფითი, ალბათ დიდ პოპულარობაზე მიუთითებს.” -წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას