„ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება“ – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივართან ერთად იზეიმა. „ისინი არიან გმირები და გმირებს დაფასება სჭირდებათ“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე, პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს.
ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …