“ეს არის პუტინის ვერაგული ტაქტიკა” – რომან გოცირიძე

რუსეთს, თუ არ ჩავთვლით დონეცკსა და ლუგანსკს, კრამატორსკის სიდიდის ქალაქი 2022 წლიდან დღემდე არ დაუპყრია. ცეცხლის შეწყვეტის სანაცლოდ ითხოვს დონბასის დარჩენილი ნაწილის ( დაახლოებით 35 პროცენტი) უბრძოლველად დათმობას, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გამაგრებული სიმაგრედ ქცეული ქალაქებია. მათი გადაცემა მოარღვევს ფრონტის ხაზს.
ომამდე კრამატორსკის მოსახლეობა იყო 150 ათასი კაცი. ფაქტობრივად ქუთსისის სიდიდის ქალაქია. სლავიანსკის მოსახლეობა(რომელიც ასევე არაა ოკუპირებული) 105 ათას კაცი იყო. გარდა ამ დიდი ქალაქებისა, არის ასევე სხვა ქალაქებიც, რომელებიც უკრაინის კონტროლქვეშაა. ამათ დათმობას ითხოვს . გამორიცხულია, რომ ე. წ. ტერიტორიების გაცვლის ლოზუნგით რუსეთმა ტოლფასი ოკუპირებული ტერიტორიები დააბრუნოს, თუნდაც ზაპოროჟიეს ატომური სადგური. ეს არის პუტინის ვერაგული ტაქტიკა. “გაცვლის” ამ იდეის ქვეშ უკრაინის კაპიტულაცია იგულისხმება.
არა მგონია, რომ ამაზე ვინმე დათანხმდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის