“ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია” – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე , ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება, სადაც, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილთან მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემოა შექმნილი და ამბობს:
“წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს