“ეს არის ბიზნესმენების, ფულიანი ხალხის “გაკულაკების” კანონი” – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით”ქართული ოცნების” ახალი კანონი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ სარგებლის გადაცემას კრძალავს, ხალხის “გაკულაკების” გეგმაა.
“რეალობაში ბიძინა უყურებს ასე, ის ფული რაც საქართველოში იშოვება კეთილსინდისიერად თუ არაკეთილსინდისიერად არის ჩემი და როცა მოვალ და მოგთხოვთ, ბიზნესმენი ხარ კეთილსინდისიერი? – მომიტანე 100 მილიონი – ა, არ მომიტან? – მაშინ აღგიძრავ საქმეს და ამ კანონმდებლობის შესაბამისად წაგართმევ ქონებას. შენ არ გექნება ქონება შენ სახელზე და მეუღლეს ექნება რამე? – წავართმევ მეუღლეს, შვილებს იმასაც წავართმევ. ეს კანონმდებლობა რეალობაში, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო ჯამში არის ბიზნესმენების, ფულიანი ხალხის გაკულაკების კანონი და თუ ისინი ყურს არ შეიბერტყენ, მათთანაც ძალიან მალე მივა ბიძინა ივანიშვილი,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?