„ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ“ – ნინო წილოსანი

ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენალურ სხდომაზე განაცხადა:
„ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის მერე, ვისაც მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით, ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ფეიკი ჟურნალისტი ქალები ყველაზე ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად, რამაც ყველა – დიდიან-პატარიანად აღგვაშფოთა. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდება, ძალადობრივი შინაარსის ადამიანების კლასიკაა. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ. ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და სურათი ძალიან დაწმინდა.
დღეს არჩევანი ცდება გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს და მის მიმდევრებს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ახლა არჩევანია ვის ანდობთ თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორისტად არის ქცეული, როცა არასამთავრობოდ გასაღებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან. „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის“