ესტონეთი: აგენტების კანონი საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროინტეგრაციას

ს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიციირებას ეხმაურება.
“საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება, თუნდაც სხვა სახელით, მკვეთრად ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ის საფრთხეში აგდებს საქართველოს სამომავლო ევროინტეგრაციას.” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ხელახლა დააინიციირა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მ აღნიშნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.