ესტონეთის საგარეო მინისტრი – ვლადიმერ პუტინი მკვლელია

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნის განცხადებით, ს პრეზიდენტი, მკვლელია და ს სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა.
„პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური გზებით უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას 1 მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელსაც ევროკავშირი მას ერთი წლის წინ მარტისთვის დაჰპირდა“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში