ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს

თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს, – ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე.
„ევროკავშირმა არ უნდა შეაქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს“, – აცხადებს ესტონელი დეპუტატი.
მისი თქმით, რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ და საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია.
„თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას“, – წერს მიხელსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა