ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში

28 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრების წევრები ჩემპიონატზე ყველა კატეგორიაში მიიღებენ მონაწილეობას.
სპორტულ წყვილებში იასპარეზებენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ქალებში ანასტასია გუბანოვა, ხოლო მამაკაცთა სეგმენტში კი ნიკა ეგაძე გამოვა.
მსაჯთა შემადგენლობაში მამაკაცთა ტურნირზე იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ