ესპანეთი 2026 წლის ევროვიზიის კონკურსში ისრაელის მონაწილეობის შემთხვევაში ღონისძიებას გამოეთიშება

ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომელიც გულისხმობს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ მასში მიიღებს მონაწილეობას.
RTVE-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ წინადადება მაუწყებლის მმართველ ორგანოში ხმათა უმრავლესობით – ათი ხმით ოთხის წინააღმდეგი მიიღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი არის პირველი ქვეყანა ე.წ. „დიდი ხუთეულიდან“ – საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო – რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და სლოვენიამ – ასევე მიანიშნეს, რომ მსგავს ნაბიჯს განიხილავენ.
RTVE-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მეტ ზეწოლას მოახდენს ევროპის მაუწყებლობის კავშირის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ისრაელის ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”