ეროვნული ბანკი – ევროკავშირში მოქმედ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზოლუციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.
„სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: გაჯანსაღების გეგმების მომზადება და კრიტიკული ფუნქციები, რეზოლუციის გეგმების მომზადება, სარეზოლუციო ინსტრუმენტები, MREL (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა) და ა.შ.
ეროვნული ბანკი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას