ერევანში და სომხეთის რეგიონებში მასშტაბური აქციები იმართება, გადაკეტილია ავტომაგისტრალები

ერევანში და სომხეთის რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. როგორც ცნობილია, გადაკეტილია ძირითადი ავტომაგისტრალები, მათ შორის ერევანი-სევანის, ერევანი-გიუმრის და ერევანი-მეღრის მაგისტრალები. ასევე გადაკეტილია სომხეთი-საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიც.
მოსახლეობა აპროტესტებს სომხეთის ტერიტორიულ და პოლიტიკურ დათმობებს აზერბაიჯანთან, რომელსაც ხელი ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ფაშინიანმა ხელი მოაწერა, დოკუმენტს, რომლითაც პირველად დადგინდა საზღვრები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მთიანი ყარაბაღის სოფლები აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალების გადაკეტვაში სომეხი ოპოზიციონერი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.
სომხეთის დედაქალაქში ასევე გადაკეტილია ძირითადი მოედნები. აქცია ასევე იმართება სომხეთის შინაგან სამინისტროს შენობასთან.