ერევანში აცხადებენ, რომ ბაქოსთან “სამშვიდობო შეთანხმებით” მშვიდობის სრულ გარანტიას ვერ მიიღებენ

“რა თქმა უნდა, სრული გარანტიების მიღება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს რისკები შევამციროთ, – ამის შესახებ დღეს, 24 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
უკანასკნელი ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა, შეთანხმებას ხელი ჯერ არ მოეწერა.
მასი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას, მაგრამ ამის შემდეგ აზერბაიჯანი კვლავ განაგრძოს აგრესიული ქმედებები.
„რა თქმა უნდა, შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი ნაბიჯია მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო მცირდება, რადგან ამ პროცესს საერთაშორისო საზოგადოებაც აკვირდება. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას საერთაშორისო რეაქციები მოჰყვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დავინახოთ, რამდენად შეგვიძლია ამ რისკების შემცირება“, – განაცხადა ოვანისიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა საერთაშორისო გარანტიები, ოვანისიანმა უპასუხა: „თქვენ იცით, რომ მთავარი გარანტი არის გაეროს უშიშროების საბჭო, და ჩვენ ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების დასრულებას ყველა ხუთმა მუდმივმა წევრმა – -მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა – მხარი დაუჭირა.“
რაც შეეხება ამ ქვეყნების შესაძლო შუამავლობას ან გარანტორობას, ოვანისიანმა აღნიშნა: „ამ ეტაპზე ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორებიცაა ეუთო, გაერო და სხვა ფორმატები, არსებობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრეაგირებთ და ვმართავთ მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ისე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებმაც შესაძლოა წვლილი შეიტანონ ამ პროცესში.“