ერდოანის თქმით თურქეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა მზადაა ორგანიზება გაუწიოს რუსეთ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აცნობა სატელეფონო საუბრისას.
ერდოანის თქმით ომის დასრულებისთვის “ისტორიულად გარდამტეხი მომენტი” დადგა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული და ანკარა მზადაა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად.
]10 მაისს ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.
მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა პრეზიდენტ სთან ერთად მოითხოვეს უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ პუტინის მხრიდან შესაძლო უარს ახალი, „მასშტაბური“ სანქციები მოჰყვება.

ფორუმი