ერაყის ერთობლივი ოპერატიული სარდლობა – -ის მიერ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმა ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის

ერაყი -ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება, რომლის შედეგადაც პროირანული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯმა განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმა აშშ-ის ახალ აგრესიად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერის მტკიცებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „კატაიბ ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.
„ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის სიკვდილი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ჯიჰადისტურ მიდგომაში“, – აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }