ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა

-ის სახელმწიფო მდივანი, ჩინეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ოთხდღიან ვიზიტს 23 აპრილს დაიწყებს.
Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ჩინეთში ვიზიტისას შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება პეკინი რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.
ენტონი ბლინკენის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„ჩინეთი უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის ვიზიტს მიესალმება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა.