ენტონი ბლინკენი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში ხარვეზები მცირდება – შეთანხმება შესაძლებელია

მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაკავშირებულია “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან, შეთანხმებას უახლოვდება, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
”ვფიქრობ, ხარვეზები ვიწროვდება და ვფიქრობ, რომ შეთანხმება, დიდი ალბათობით, შესაძლებელია,” – განაცხადა ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს.
„ძალიან ბევრს ვმუშაობდით კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა მაგიდაზე ძლიერი წინადადება დაგვედო. ჩვენ ეს გავაკეთეთ; „ჰამასი“ ამას არ მიიღებს. ისინი დაბრუნდნენ სხვა თხოვნებით, სხვა მოთხოვნებით. მომლაპარაკებლები ახლა ამაზე მუშაობენ“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, წინადადების მიღების ვალდებულება „ჰამასს“ ეკისრება.
„ვნახოთ, შეუძლია თუ არა „ჰამასს“ თქვას „დიახ“ წინადადებაზე. თუ ამას იზამს, ეს არის ყველაზე სწრაფი გზა ღაზაში მყოფი ხალხის უბედურების შესამსუბუქებლად, რაც ჩვენ ძალიან გვინდა, ”- განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, ოთხშაბათს ჯიდაში ს პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ეგვიპტეში ჩავა, ხვალ კი – ისრაელში გაემგზავრება.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე – უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ