ენმ-ის თქმით, EPP-ის ხმის უფლების მქონე ასოცირებული წევრები გახდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ბუქარესტში „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე EPP-ის ხმის უფლების მქონე, ასოცირებულ წევრად მიიღეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს პოლიტიკურ ასამბლეაზე, ამ საკითხის კენჭისყრამდე, ევროპის ქრისტიან დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანების, ევროპულ პარტიათა წარმომადგენლებს, ენმ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ მიმართა.
ენმ-ში აღნიშნავენ, რომ ბარამიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას, წელს საქართველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებასა და ს პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობას.
პარტიაში აცხადებენ, რომ ამიერიდან ენმ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების კონგრესზე 4 ხმის უფლების ისარგებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას – უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ