ენგურჰესის დირექტორი ამბობს, რომ აფხაზეთმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს

აფხაზეთში ენერგოკრიზისის ფონზე, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ლევან მიკაასთან და ილია გულიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”.
მებონიამ აფხაზ ოპოზიციონერებს დაუსვა კითხვა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს დე ფაქტო რესპუბლიკაში, რაზეც მიკაამ უპასუხა, რომ 244 ათასი.
“თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონი კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი დღეში. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის. ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ ელექტროენერგიას საკუთარი საჭიროებების დასაფარად”, – განაცხადა მებონიამ.
მიკაამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფხაზურ მხარეს უფასო გენერაციის 40% აქვს, რაზეც მებონიამ უპასუხა, რომ ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა, “უბრალოდ აფხაზური მხარე არ იხდის გადასახადს”. მიკაამ მებონიას დაუსვა კითხვა, შესაძლებელია თუ არა გამომუშავების 20%-ის შეძენა.
“არა. თუ გადაიხდით, 40%-ის საფასურს, სურათი სულ სხვაგვარი იქნება”, – ამბობს ენგურჰესის დირექტორი.
“თუ 40%-ის საფასურს გადავიხდით, ენგურში წყლის დონე აიწევს?”- დასვა კითხვა აფხაზმა ოპოზიციონერმა ილია გულიამ.
“არა, წყლის დონე არ მოიმატებს, მაგრამ ჩვენ, მაგალითად, არ გავგზავნით (ელექტროენერგიას) ექსპორტზე, წყალს დავზოგავთ”, – უპასუხა მებონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს