ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა
– ბატონო ემილ, რადგან ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის მე-80 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღინისძიებებზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პეკინის მიერ მიუწვევლობის თემა აქტუალურია, საუბარი ამით უნდა დავიწყოთ.
ხელისუფლების მტკიცება რომ საქართველო იმის გამო არ იყო მიწვეული ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორ ჩინეთის მიერ, რომ საქართველო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი არა, როგორც ბრიქსი და შოსია, მაინცადამაინც დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.
ამის თქმის საშუალებას ის იძლევა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას პეკინში დაგეგმილ ღონისძიებებზე მიწვეული ჰყავდა 11 ქვეყანა, რომელთა უმრავლესობასთან მას ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული, როგორც, საქართველოს, მაგრამ, ისინი არც ბრიქსი-ის და არც შოს-ის წევრები არ არიან.
ამ თემაზე მსჯელობები იმითაც იყო გამძაფრებული, რომ ჩინეთში მიწვეულ ქვეყნებს შორის აღმოჩდნენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებსაც ასე აქვთ გაფორმებული ჩინეთთან შეთანხმებები სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ამ თემაზე მსჯელობა სრულყოფილი რომ გამოვიდეს, აუცილებელია იმის თქმაც, რომ ინდოეთმა შოს-ში აზერბაიჯანის წევრობა დაბლოკა, ხოლო პაკისტანმა სომხეთის გაწევრიანება.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველოს არა მხოლოდ ევროპა და აშშ არ ჰყავს პარტნიორებად, არამედ პარტნიორები აღმოსავლეთშიც არ ჰყავს.
სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სინამდვილეში ჩინეთის მიერ პეკინში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მიუწვევლობა?
– რთულია კონკრეტული მიზეზის გამოყოფა. ის რომ საქართველოს ოფიციალურად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი არ გაუჟღერებია, ნადმვილად შესაძლებელია არმიწვევის მიზეზი გამხდარიყო.
ამ მომენტისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდება და არ არსებობს რამე საბაბი, რომ რომელიმე მხარე, ყოველ შემთხვევაში, საჯარო განცხადებებით, უკმაყოფილო იყოს თანამშრომლობის არსებული დონით.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდება და არ არსებობს რამე საბაბი, რომ რომელიმე მხარე, ყოველ შემთხვევაში, საჯარო განცხადებებით, უკმაყოფილო იყოს თანამშრომლობის არსებული დონით
ამიტომაც, ვფიქრობ, საქართველო ჯერ არ აღიქმება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პოტენციურ წევრად. შესაძლოა, ახლო მომავალში ეს ვითარება შეიცვალოს კიდევაც, თუმცა წევრობის გარეშეც საქართველოს საკმაოდ დადებითი ურთიერთობები აქვს ორგანიზაციის ქვეყნების უმრავლესობასთან.
– შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე საინტერესოდ განვითარდა პროცესები, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. უფრო სწორად, ასე შეიძლება ითქვას, ჩინეთს- ბრაზილიას, რუსეთსა და ინდოეთს შორის შესაძლოა, იმ დონის თანამშრომლობა დაიწყოს, რომელიც პრაქტიკულად დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
“დრაკონი და სპილო უნდა დამეგობრდნენ,” – განაცხადა სი ძინპინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ეს ხდება იმის ფონზე, როცა აქამდე ინდოეთი თანამშრომლობის თვალსაზრისით უფრო მეტად აშშ-კენ იხრებოდა, ვიდრე აზია წყნარი ოკენის აუზში მის კონკურენტ ჩინეთთან თანამშრომლობაზე.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ინდოეთის პრემიერი ახლა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპზე განაწყენებულია დელის აზრით ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებული უსამართლო ტარიფების გამო, სულაც არაა გამორიცხული ჩინურ-რუსულ-ბრაზილიურ კოალიციას ინდოეთიც შეუერთდეს.
რადმდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინურ-რუსულ-ბრაზილიურ ერთობას ინდოეთიც შეუერთდეს?
თუ ეს პროცესი დაიწყო და გარკვეული ფორმები შეიძინა, ეს რა გავლენას მოახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის უკრაინა–რუსეთის დაპირისპერებაზე?
– ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანალიტიკოსებმა გადაჭრით დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ინდოეთი სრულად გადაიხრება რუსეთისა და ჩინეთისკენ. საკითხის ასეთი ფორმით დაყენება, ვფიქრობ, არასწორია, რადგან ინდოეთი იმდენად დიდია და ამბიციური, რომ მას სხვა ქვეყნებთან რამე სახის მტკიცე ალიანსის ჩამოყალიბება არ ესაჭიროება.
ინდოეთსა და ჩინეთს შორის უთანხმოებების იმდენად დიდი სია არსებობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ორი ქვეყნის დამეგობრება შეუძლებელია. თავის მხრივ, ამ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინდოეთის მიკუთვნება რადიკალურად ანტი-ჩინურ სახელმწიფოთა ბანაკშიც დიდ შეცდომას წარმოადგენა.
ინდოეთის დაახლოება რუსეთთან და ჩინეთთან უფრო ტაქტიკურ ხრიკს წარმოადგენს, ვიდრე ნიუ-დელის სრულფასოვან სტრატეგიულ გადახრას
ინდოეთი სადღაც შუაშია და მუდამ ლავირებს, რათა მეტი ეკონომიკური სარგებელი ნახოს, წარმოადგენდეს ცალკე მდგომ გეოპოლიტიკურ ცენტრს, რომელიც რომელიმე სხვა მოთამაშეზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ინდოეთის დაახლოება რუსეთთან და ჩინეთთან უფრო ტაქტიკურ ხრიკს წარმოადგენს, ვიდრე ნიუ-დელის სრულფასოვან სტრატეგიულ გადახრას.
– ამა წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საკმაოდ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-ს მონაწილეობით შეთანხმდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ორმხრივ თანამშრომლობასა და რეგიონში ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა და თანამშრომლობა.
ვაშინგტონში ამ მოვლენების შემდეგ ცოტა ხანში სომხეთმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სომხეთის მიერ ჩინეთთან გაფორმებული შეთანხმება?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩინეთის ტვირთების ნაწილმა მაინც, შესაძლოა, არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე გაიაროს?
– სომხეთის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა კიდევ ერთხელ იმის კარგი დასტურია, რომ ერევანი მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ერევანი ასევე მუშაობს სტრატეგიული შეთანმებების დადებაზე ირანთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვებთან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ, ლაგდება ურთიერთობები თურქეთთან, პაკისტანთან და აზერბაიჯანთან.
ამასთან ერთად სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების საკმაოდ დადებითი დინამიკა აღინიშნება. ერევანი ცდილობს შეცვალოს პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ქვეყანა ყარაბაღის საკითხის გამო მოექცა. რუსეთზე ორიენტირი მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვთან ურთიერთობები უკიდურეს მინიმუმადე დავა.
სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების საკმაოდ დადებითი დინამიკა აღინიშნება. ერევანი ცდილობს შეცვალოს პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური იზოლაცია, რომელშიც ქვეყანა ყარაბაღის საკითხის გამო მოექცა. რუსეთზე ორიენტირი მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსკოვთან ურთიერთობები უკიდურეს მინიმუმადე დავა
პირიქით, ეფექტიანი ბალანსირებისთვის სომხეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვან მოთამაშედ დარჩება. ზუსტად ამ მრავალვექტორული პოლიტიკიდან გამომდინარე უნდა შევხედოთ სომხეთის ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანმხმებას.
სომხეთზე ახალი დერეფნის გახსნის პოტენციალი მნიშვნელოვან მუხტს აძლევს ერევანი-პეკინის თანამშრომლობას. პეკინისთვის კი ერევანთან მჭიდრო ურთიერთობა იმ პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 2023 წელს საქართველოსთან შემდეგ კი აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერას მოჰყვა.
სომხეთზე ახალი დერეფნის გახსნის პოტენციალი მნიშვნელოვან მუხტს აძლევს ერევანი-პეკინის თანამშრომლობას
– ვხედავთ, რომ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობებს იმდენად გაუგებარი კონტურები აქვს მიღებული, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ვიზელიბერალიზაციის დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბრობს, ხოლო აშშ-თან რომ ურთიერთობები აშკარად გაუგებარია, ამაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილი წერილიც მიუთითებს.
რადგან პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი ვახსენე, დავამატებ – გაუგებარია, რა მიზანს ისახავდა ეს წერილი. სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთად ერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც „დასავლეთსა“ და აშშ-თან ბევრი თვალსაზრისით გაუგებარი ურთიერთობები აქვს.
ამ თემაზე თუ „ქართული ოცნების“ სპიკერების განცხადებებს გავიხსენებთ, ცხადადაც კი ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება ევროპასაც და აშშ-ც ეუბნება – მივიღე ისეთი, როგორიცა ვართ.
სავარაუდოდ, როგორ უყურებს ევროკავშირი და აშშ საქართველოს? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყნად, რომელთანაც „დასავლეთსაც“ და აშშ-ს, რბილად რომ ვთქვათ, კარგი და საქმიანი ურთიერთობები არ აქვს?
– დღეს, საქართველოსადმი ევროკავშირისა თუ აშშ-ის საგარე პოლიტიკა არაა ნათელი. დამყარებულია ის ღირებულებით საწყისებზე თუ საქართველოს კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. მე ვხედავ გეოპოლიტიკურ შემადგენელს აზერბაიჯანთან თუ თურქეთთან ურთიერთობაში. იგივეს თქმა შეიძლება აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ.
ეს ყველაფერი ბადებს კითხვას: იყო საქართველო საინტერესო მხოლოდ, როგორც რეგიონში დემოკრატიის შენების ექსპერიმენტი, თუ ქვეყანა ე.წ. „კოლექტიური დასავლეთისთვის“ ასევე მიმზიდველი იყო გეოპოლიტიკურად. ამ მომენტისთვის ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო უფრო აღიქმებოდა როგორც „დემოკრატიული ექსპერიმენტი“.
იყო საქართველო საინტერესო მხოლოდ, როგორც რეგიონში დემოკრატიის შენების ექსპერიმენტი, თუ ქვეყანა ე.წ. „კოლექტიური დასავლეთისთვის“ ასევე მიმზიდველი იყო გეოპოლიტიკურად. ამ მომენტისთვის ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო უფრო აღიქმებოდა როგორც „დემოკრატიული ექსპერიმენტი“
ორმხრივ ურთიერთობებში არ იკვეთება ის გეოპოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ორ მხარეს დაახლოებს და არ მისცემს კავშირების მეტ დაქვეითებას. რადგან საქართველო დემოკრატიულად აღარაა მიმზიდველი, „კოლექტიურ დასავლეთს“ ამჯერად მთელი თავისი ყურადღება სომხეთზე გადააქვს.
შესაძლოა, საქართველო დასავლეთისთვის უბრალოდ არაა ისეთი მნიშვნელოვანი, რისიც ხშირად ქართულ პოლიტიკურ წრეებს სჯეროდათ. ტრანზიტი საქართველოზე ისეთი მასშტაბების არაა, რომ ბრიუსელსა ან ვაშინგტონში სრულად გადააფასონ თავისი მიდგომა საქართველოსადმი.
შესაძლოა, საქართველო დასავლეთისთვის უბრალოდ არაა ისეთი მნიშვნელოვანი, რისიც ხშირად ქართულ პოლიტიკურ წრეებს სჯეროდათ. ტრანზიტი საქართველოზე ისეთი მასშტაბების არაა, რომ ბრიუსელსა ან ვაშინგტონში სრულად გადააფასონ თავისი მიდგომა საქართველოსადმი
– გასულ კვირას სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ბარციცი უკვე მეორედ ვიზიტად იმყოფებოდა სირიაში.
ორივე ვიზიტის წინ ბატონ ბარციცს შეხვედრა ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
ვხედავთ, რომ ქართულ მხარეს ამ ვიზიტებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არა თუ არ ჰქონია, არც უცდია სირიის ახალ ხელისუფლებას უკან გაეწვია სირიის წინა ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
რა ხდება სირიასა და საქართველოს შორის, სირიასა და რუსეთს შორის? სავარაუდოდ, რატომ ვერ ვხედავთ სირიის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების უკან გაწვევის პროცესს?
– ბოლოდროინდელი მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთსა და სირიას შორის ურთიერთობები ნელი ტემპით ლაგდება, რაც დამასკოს მიერ აფხაზეთის ე.წ. აღიარების უკან გაწვევის საკითხს ართულებს.
რუსული და არაბული მედიის ცნობებით რუსულმა სამხედრო შენაერთებმა სირიის რამდენიმე პროვინციის პატრულირება განაახლეს, რაც მოსკოვში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს მოყვა. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ორივე მხარემ მოახერხა ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის გადალახვა.
გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია მოსკოვსა და დამასკოს შორის დანარჩენი პრობლემური საკითხების გადალახვა. მათ შორის უმთავრესია სირიის სანაპიროზე რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ბედი. ყველაფერი კი იმაზე მეტვყელებს, რომ რუსეთი მოახერხებს მათ შენარჩუნებას
სირიის ხელისუფლებას რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების ქონა სჭირდება, რადგან დამასკოში მოსკოვი ისრაელის წინააღმდეგ ერთგვარ საპირწონედ აღიქმება.
ამიტომაც, გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია მოსკოვსა და დამასკოს შორის დანარჩენი პრობლემური საკითხების გადალახვა. მათ შორის უმთავრესია სირიის სანაპიროზე რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ბედი. ყველაფერი კი იმაზე მეტვყელებს, რომ რუსეთი მოახერხებს მათ შენარჩუნებას.
– 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ს მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული შეთანხმებებით სამხრეთ კავკასიაში ვითარება აშკარად შეცვლილად გამოიყურება. ჯერ არ ჩანს, მაგრამ, თუ ვაშინგტონში გაფორმებული შეთანხმებებით ვიმსჯელებთ, აშშ-ს პოზიცია სამხრეთ კავკასიაში უნდა გაძლიერდეს.
ისრაელ-ირანის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ირანის პოზიციები შესუსტებულია. ისინი ძლიერი არც მანამდე ყოფილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსკოვი თბილისისაგან მოითხოვდა 3+3-ის ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. ისრაელ-ირანის ომმა ამ თემაზე რუსულ ინიციატივებს წერტილი დაუსვა.
ისრაელ-ირანის ომის შემდეგ რა პოზიციაშია ირანი? როგორ პასუხობს თეირანი სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებსა და აშშ-ს პოზიციების გაძლიერებას?
– აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დადებული შეთანხმება საკმაოდ არაკომფორტულ მოვლენას წარმოადგენს ირანისთვის. ამის მთავარი მიზეზი არა ის ფაქტია, რომ შეთანხმება ვაშინგტონში დაიდო და, რომ დერეფნის მართვა ამერიკულ კომპანიას გადაეცემა, არამედ ის, რომ აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანამდე მისაღწევად ირანის ტერიტორიის გავლა აღარ იქნება საჭირო.
თეირანისთვის ტრანზიტის ფუნქციის დაკარგვა უფრო მეტ დისკომფორტს ქმნის, ვიდრე ჰიპოტეტური ამერიკული საფრთხე სომხეთის ტერიტორიიდან. არც სომხეთთან სახმელეთო საზღვრის დაკარგვის საფრთხის პექსპექტივა დგას დღეს ირანის წინაშე.
ირანისთვის სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში საკვანძო საგარეო პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს და იმისთვის, რომ თავისი პოზიციები არ თადმოს, თეირანმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
სირიაში ასადის დინასტიის დაცემის შემდეგ, დღეს, ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ ეგზისტეციური საფრთხის წინაშე დგას, რაც თეირანისგან ეკონომიკურ და პოლიტიკურ რესურსებს მოითხოვს
ვაშინგტონში შეთანხმების შემდეგ ერევანს ირანის პრეზიდენტი ეწვია, ხელი მოეწერა მრავალ ორმხრივ დოკუმენტს, მათ შორის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გასანვითარებლად. რამდენიმე დღეში თეირანს სომხეთის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. სასაუბრო თემა ისევ და ისევ სომხეთზე გამავალი დერეფანი იყო.
სამხრეთ კავკასიაში ირანის პოლიტიკური ნაბიჯების შეფასება ქვეყნის საერთო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ირანის ყურადღება მაინც უფრო ახლო აღმოსავლეთში მის გართულებული მდგომარეობის გამოსასწორებლად არის მიმართული.
უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიხილოთ ჰეზბოლას განიარაღება, ხოლო ერაყში კი ირანის მოკავშირე გასამხედროებული შენაერთების გავლენის დასუსტებაც კი. სირიაში ასადის დინასტიის დაცემის შემდეგ, დღეს, ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ ეგზისტეციური საფრთხის წინაშე დგას, რაც თეირანისგან ეკონომიკურ და პოლიტიკურ რესურსებს მოითხოვს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
