ემანუელ მაკრონი – ყველაფერს გავაკეთებთ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ისრაელს მოუწოდა, ნებისმიერი რეაგირების შემთხვევაში თავშეკავება გამოიჩინოს.
„ყველანი შეშფოთებულნი ვართ შესაძლო ესკალაციის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების გამწვავება, ესკალაცია”, – განაცხადა მაკრონმა მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, ს მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ