ემანუელ მაკრონი: თუ აშშ უკრაინას რთულ ვითარებაში დატოვებს, ის დაკარგავს მსოფლიოს ნდობას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  უკრაინელ ჟურნალისტთან ისაუბრა იმის შესახებ, რა მოხდება, თუ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას.

პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ, ამასთან აცხადებს, რომ თუ აშშ ს რთულ ვითარებაში დატოვებს, ის დაკარგავს მსოფლიოს ნდობას, მის გავლენას და, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს.

„შეგახსენებთ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან, ამ თანამშრომლობის წყალობით ევროპელებმა ბევრ რამეს მიაღწიეს. ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ. ამერიკის ინტერესებშია უკრაინის მხარეს დარჩენა, გრძელვადიან პერსპექტივაში, განურჩევლად პოლიტიკური ვითარებისა, რადგან უკრაინაში წყდება საერთაშორისო სამართლის ბედი, წყდება ლიბერალური დემოკრატიის ბედი… ამიტომ, მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის დახმარება გაგრძელდება“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონი, ასევე, მიიჩნევს, რომ ევროპას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა, რადგან უკრაინა მისთვის ეგზისტენციალური საკითხია.

„ჩვენ ევროპელები მაინც უნდა მოვემზადოთ სხვადასხვა სცენარისთვის. რადგან ჩვენთვის უკრაინა ეგზისტენციალური საკითხია. თუ ამ ომს წააგებთ, ჩვენ ევროპაში ვერანაირი ევროპული უსაფრთხოება ვერ გვექნება. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. უნდა დავარწმუნოთ ყველა ევროპული ქვეყანა, რომ ააშენონ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა…“ – აღნიშნავს მაკრონი.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელი ერი იტანჯება პუტინის ომით, მაგრამ ამავე დროს, აქ წყდება ევროპის ბედი.