ემანუელ მაკრონი – გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ არ შეაჩერებენ – ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია

რუსეთის პრეზიდენტი, , რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
”ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული არსებობს,” – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ევროპისთვის ყველაზე სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.
მისი თქმით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მაშინ -ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით იმავე დღეს გაქრება.
„დონალდ ტრამპის ამბიციები ამის საპირისპიროა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დიალოგის განახლების გარდა სხვა გზა არ აქვს.
“ამერიკელების აშკარა ბედი უკრაინელების მხარეზე ყოფნაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მინდა, მკაფიოდ ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან გამიჯვნა მათ ინტერესებში არ შედის”, – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, „ყველა თანახმაა მშვიდობის დამყარებაზე“, მაგრამ არ შეიძლება იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, თუ უკრაინას ბედის ანაბარა მიატოვებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)