– ევროპას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ – აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ როგორც ევროპელების, ასევე უკრაინელების ინტერესებშია სწორი ჩარჩოს პოვნა ამ დისკუსიის ხელახლა დასაწყებად. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა ამის გაკეთების საშუალებები უახლოეს კვირებში უნდა იპოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში