– გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, კი ამის გარანტია

გრენლანდია გრენლანდიელ ხალხს ეკუთვნის, კი ამის გარანტია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ივნისში გრენლანდიაში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ დანიისა და გრენლანდიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა ურყევია.
„სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ევროპელების განცხადებებს ვუერთდები“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რამაც დანიისა და გრენლანდიის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამაც გამოხატეს.
ამასთან, დღეს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)