– ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
ემანუელ მაკრონი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის შეხვდა.
„საფრანგეთი მტკიცედ დგას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გვერდით, რომლის მუშაობა ბირთვული უსაფრთხოების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ სააგენტოს ირანში მისიის განახლების უფლება მიეცეს“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ ირანის პარლამენტმა გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ხელმძღვანელობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს