ელენე ხოშტარია – თურმე მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ სამყაროს უნდა ვაყურებინო – ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც -სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან – ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.
როგორც ხოშტარიამ განმარტა, მას ეკითხებიან, თუ რატომ არ ითხოვს მისი დაკავების შესახებ კადრების გასაჯაროებას.
„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს „ქოცებმა“. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.
ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ.
· შსს- საკუთარ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხება და მოიგონა რაღაც წამალი, რითაც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.
· შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.
· ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“, – წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა