ეკომეგობრული გათბობა – როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?

მსოფლიოში ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, ადამიანებისთვის ნახშირბადის კვალის შემცირება, თანაც კომფორტის დათმობის გარეშე უფრო და უფრო აქტუალურ საკითხად იქცა. ამ საკითხის განხილვისას, ერთ-ერთი მოწინავე ფაქტორი შენობების გათბობის შედეგად ნახშირბადის გამოყოფაა, რა მხრივაც ხშირად უგულებელყოფილი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდია სუფთა და კარგად მოქმედი ცენტრალური გათბობის სისტემის შენარჩუნება. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს გათბობის სისტემის მუშაობას და ამცირებს ენერგიის გადასახადებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი მდგრადობის კუთხითაც.
რატომ მოქმედებს გათბობის სისტემები გარემოზე?
ზამთრის პერიოდში, ცენტრალური გათბობის სისტემები აუცილებელია ჩვენი საცხოვრებელ სახლებში (და არამარტო) სითბოს შესანარჩუნებლად, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ გათბობის სისტემებს უდიდესი წვლილი მიუძღვით საყოფაცხოვრებო ნახშირბადის გამოყოფაში. უფრო კარგად რომ გვესმოდეს, როდესაც გათბობის ქვაბები, რადიატორები და მილები იჭედება ნალექით, ჟანგით ან კირის ნადებით, მათ გაცილებით მეტი შრომა ენერგიის მოხმარება უწევთ იმ რაოდენობის სითბოს წარმოსაქმნელად, რაც ჩვენთვის სასურველი ტემპერატურის მიღებას სჭირდება. ეს, თავის მხრივ, იწვევს ენერგიის მოხმარების ზრდას, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის სასათბურე გაზების გამოყოფას.
ცუდად შენახული და მოვლილი გათბობის სისტემა, დაახლოებით, 15%-ით ნაკლებად ეფექტურად მუშაობს, ვიდრე გამართულ შემთხვევაში იმუშავებდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მოიხმართ მეტ ენერგიას და ზრდით გარემოზე ზემოქმედებას. თუმცა, თუ გათბობის სისტემების მოვლის ინსტრუქციას დაუჯერებთ, ამ პრობლემასაც მოაგვარებთ და დამატებით, პოტენციურ არასაჭირო ხარჯებსაც აიცილებთ თავიდან.
სუფთა და ენერგოეფექტური გათბობის სისტემების ეკოლოგიური სარგებელი
ის, რაც სასარგებლოა გარემოსთვის, როგორც წესი, სასარგებლოა ადამიანებისთვისაც და გამონაკლისი არც გათბობის სისტემებია. სწორედ ამიტომ, თუ გათბობასაც ეკოლოგიური ცნობიერებით მივუდგებით, ეს სარგებელიც ორმხრივი იქნება, უფრო ზუსტად:
· ენერგოეფექტური გათბობის ქვაბები
პორველ რიგში, როდესაც საუბარი გარემოზე ზრუნვასა და ნახშირბადის კვალის შემცირებაზეა, მნიშვნელოვანია, რომ უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ პრიდუქციას, რომელიც ენერგოეფექტურობაზე ფიქრითაა შექმნილი. გათბობის ქვაბების შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტურ სისტემას კონდენსაციური გათბობის ქვაბი გვთავაზობს. როგორც წესი, კონდენსაციური გათბობის ქვაბები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის, ჭკვიანი ჩართვითა და სხვა ინოვაციური ფუნქციებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური ეფექტიანობით ვმართოთ გათბობის ქვაბის მუშაობა ისე, რომ საუკეთესო შედეგის მისაღებად, რაც შეიძლეა ნაკლები ენერგია დაიხარჯოს. მსგავსი კონდენსაციური ქვაბებია, მაგალითად, Ariston-ის ბრენდის შემდეგი მოდელები: Alteas One, Clas One და სხვა.
· ენერგიის დაბალი მოხმარება
სუფთა და მოვლილ გათბობის სისტემას არ სჭირდება ზედმეტად ინტენსიური მუშაობა, რომ ცხელი წყალი რადიატორებსა და მილებში გაატაროს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ქვაბი ნაკლებ გაზს წვავს, რაც ამცირებს ნახშირბადის საერთო გამოყოფას ამცირებს და თქვენი ყოველთვიური დანახარჯებიც არ იზრდება.
· სისტემის სიცოცხლისუნარიანობა
ისეთი გათბობის სისტემების შეძენა, რომლებიც მაღალი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, როგორც წესი, მაღალი ხარისხის გათბობის ქვაბის შეძენას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი დანადგარი უფრო დიდხანს ძლებს, ნაკლებად ფუჭდება და საჭიროებს შეკეთებას და რაც მთავარია, ნაკლებად აზიანებს გარემოს. საქართველოში, ჩამოთვლილ კრიტერიუმებს Ariston-ის გათბობის ქვაბები აკმაყოფილებს და ამიტომაც, მათი აქტუალურობის წლიდან წლამდე ზრდა, გასაკვირი არც არის.
· ქიმიური ნარჩენების შემცირება
თანამედროვე გათბობის სისტემები (მაგ: Ariston), როგორც წესი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების წესების დაცვითაა შექმნილი. რაც ნიშნავს, იყენებენ ნაკლებ აგრესიულ ქიმიკატებს და ამავდროულად, ინარჩუნებენ ეფექტიანობას.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სახლის გათბობასთან დაკავშირებული ნახშირბადის შესამცირებლად მარტივი ცვლილებებიც კი საკმარისია. ხშირად, მცირე ნაბიჯების გადადგმაც კი, დიდ შედეგებს იძლევა, იქნება ეს გათბობის სისტემის რეგულარული შემოწმება, გამწმენდებისა და ინჰიბიტორების გამოყენება, მაგნიტური ფილტრის ინსტალაცია, თუ უბრალოდ გათბობისას ტემპერატურის კონტროლი მხოლოდ აუცილებელ ნიშნულზე – ყველაფერს შეუძლია სარგებელი მოიტანოს და ჩვენი ნახშირბადის კვალი შეამციროს.
(R)