ეკა ხერხეულიძე: ქოცო, რიჟვაძის ნატყვიარი აღარც გახსოვს და იმას როგორ წარმოიდგენდი, რომ ამდენი პატიმრიდან ერთი არ გატყდებოდა და “იმედზე” ამ გატეხილი კაცის სინანულით ვერ დატკბებოდი?!

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე:
ქოცო,
თქვენში ხომ ასეა, თუ ვინმეს ფეხი დაუცდა ქოცური რიგებიდან, ის ადამიანად აღარ მიგაჩნიათ..
ის მოგწონთ,”რაც მამას მოსწონს”..
ამდენი თავისუფალი ადამიანის ერთობას ხომ ვერ წარმოიდგენდი?!
გულის კუნჭულში სულ ელოდი გატეხილ, დაბეჩავებულ პატიმარს…სულ გეგონა, რომ ერთი სინდისის პატიმრის მშობელი მეორე პატიმრის დედას ვერ გაამხნევებდა, დარდს ვერ გაითავისებდნენ, საკუთარი სევდის მატარებლები სხვას ვერ ანუგეშებდნენ..
რა თქმა უნდა, ასე გეგონა.. ამიტომ ხარ ქოცი.. რიჟვაძის ნატყვიარი აღარც გახსოვს და იმას როგორ წარმოიდგენდი, რომ ამდენი პატიმრიდან ერთი არ გატყდებოდა და “იმედზე” ამ გატეხილი კაცის სინანულით ვერ დატკბებოდი?!

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას