ეკა ფოჩხუა სწავლას აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ეკა ფოჩხუა სწავლას აშშ-ში, ჩიკაგო-კენტის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
ეკამ ამერიკული სამართლის სკოლის (SAL) სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება მოიპოვა.
სამაგისტრო პროგრამა ორსაფეხურიანია და მოიცავს სწავლას როგორც საქართველოში, ასევე LL.M სემესტრს ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში.
ეკა დაინტერესებულია საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაც აირჩია იმისთვის, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვოს ამ კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა