პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში ეხმიანება ეუთო-ს 24 ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“.
დეპუტატის თქმით, ეუთოს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილების, საქართველოში არავის ეშინია იმიტომ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება დაცულია მაღალ დონეზე, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.
„პირველ რიგში [ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილების], იმიტომ არ გვეშინია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და სხვა მდგენელები მაღალ დონეზეა დაცული, რასაც ადასტურებს არაერთი გამოკითხვა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა. ასე რომ, რამდენიც სურთ, იმდენი კვლევითი მისია გამოაგზავნონ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმას დაადასტურებენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვის, გამოხატვის და შეკრების უფლება დაცულია მაღალ დონეზე,“ – განაცადა ეკა სეფაშვილმა.




