ეკა ბესელია: ისეთი არასაიმედო პარტნიორის სახე ჩამოიყალიბა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მას არავინ უნდა ენდოს

ალიას ესაუბრება პარტია სამართლიანობისთავმჯდომარე, .

, და ქართული ოცნების სხვა ლიდერები გამოვიდნენ და განაცხადეს, საარჩევნო ბარიერის 2%–მდე დწევას ვინც ითხოვს, სერიოზული პარტიები დაპოლიტიკოსები არ რიან, 5%–ს თუ ვერ გადალახვენ, საერთოდ რა უნდათ პოლიტიკაშიო. მათ შორის, თქვენს პარტიასაც გულისხმობენ. მკითხველს რომ აუხსნათ, რა აზრი აქვს ბარიერის დაწევას და რას მოუტანს ეს ამ ეტაპზე ქართულ დემოკტიას?

ძალიან ბევრ ქვეყანაშია დაბალი ბარიერი, მით უმეტეს, ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც ვერ ხერხდება სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და გაყალბების ბერკეტები კი უამრავი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც კოალიციური მთავრობისთვის ვემზადებით, ბუნებრივია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია, რომ პარლამენტში იყოს რამდენიმე ოპოზიციური პრტია. თუ 2%–იანი ბარიერი იქნება, ქართული ოცნება“ დაკარგავს ბერკეტს, თავად წაიღონ მანდატები. 

5%–იანი ბარიერი იმიტომ აწყობთ, რომ ბარიერ გადაულახავი პარტიების მიღებულ ხმებს, ამ ორ, სამ და ოთხ პროცენტს თავად მიიწერენ და მეტ მანდტს მიიღებენ. ამის გამო არ უნდათ ბარიერის დაწევა, ეს გასაგებია, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას, სადაც სწერია, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს 2%–იანი ბარიერის პირობებში. ეს ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. უთავმოყვარეო ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მოგვცემენ თუ არა ევროკანდიდატის სტატუს, ჩვენ 2%–იან ბარიერს დავაწესებთო. ახლა გამოდის და იძახის, ეს მაშინ ვთქვი, ახლა სხვა აზრზე ვარ და ის ნათქვამი აღარ არის ძალაშიო. ისეთი არასაიმედო პარტნიორის სახე ჩამოიყალიბა ქართულმა ოცნებამ, რომ მას არავინ უნდა ენდოს. ამომრჩეველმა უნდა შეხედოს ამას. შენ როდესაც გყავს მატყუარა წარმომადგენლები ამ პარტიაში, როგორ უნდა მისცე მას ხმა? პარტიას, რომელსაც ჰყავს , მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცე? საერთოდ არ ჩანს მაგ პარტიაში, თავიანთ წარმოსახვებში აძლევენ ხმას ივანიშვილს? ამ ხალხს ხმა როგორ უნდა მისცენ, ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია.

2%–მდე რომ ჩამოსწიონ ბარიერი, ასეთ შემთხვევაში რა გათვლები გაქვთ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ ინარჩუნებს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება?

ჩემი მოლოდინია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და შეიცვლება 2024 წელს. ახლა მთავარი ამოცანაა, ოპოზიციამ მოახერხოს და რამდენიმე არჩევანი შესთავაზოს ამომრჩეველს. უნდა იყოს ორი, სამი და მაქსიმუმ ოთხი მსხვილი გაერთიანება. შესაბამისად, საჭირო იქნება გარკვეული გადაჯგუფებები. მთავარი ამოცანაა, მოხდეს კოალიციური ტიპს დაჯგუფებების შექნმა, რაც კოალიციური ხელისუფლების შექმნის გარანტია იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ