ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ს წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი მან მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა ჯაკოვას სძლია.
ტურნირზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ასპარეზობები ორ წონით კატეგორიაში გაიმართა.