ევროპული საბჭო – ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
„ევროკავშირი თავიდანვე უკრაინის გვერდით დგას, რადგან ის იცავს თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას ს სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგომას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავიანთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ხაზი გაუსვეს მისი დასრულების აუცილებლობას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ევროპული საბჭო მიესალმება ყველა ძალისხმევას ასეთი მშვიდობის მისაღწევად.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს შემდეგი პრინციპების მნიშვნელობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად : უკრაინის გარეშე ზე მოლაპარაკება არ შეიძლება; არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომელიც გავლენას ახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე, ევროპის ჩართულობის გარეშე. უკრაინის, ევროპის, ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია; ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც პროცესის ნაწილი, რომელიც მიგვიყვანს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებამდე; ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას; მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას.
„2025 წელს ის უკრაინას 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს, აქედან 12.5 მილიარდ ევროს Ukraine Facility-დან და 18.1 მილიარდ ევროს “დიდი შვიდეულის“ მიერ ინიცირებული „შემოსავლების საგანგებო დაჩქარების“ ფარგლებში, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით. ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ გამოსაყოფად. ის ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ Ukraine Facility-ს ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა დაუჭირეს, უნგრეთმა თავი შეიკავა.